სერვისები
ფინანსური აუდიტი
ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ტარდება საქართველოს კანონის და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISA) შესაბამისად.
ფინანსური აუდიტი ეხმარება კომპანიებს დაინახონ თავიანთი ფინანსური შესაძლებლობები, მიიღონ დასაბუთებული უტყუარი , ობიექტური და დამოუკიდებელი შეფასება ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სათანადო საფუძლების შესაბამისად.აუდიტის მიზანია გამოხატოს აზრი აუდირებული პირის ფინანსური ანგარიშგების უტყუარობასა და მიუკერძოებლობაზე და ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების წესის შესაბამისობაზე მომქმედ ნორმატიულ და საკანონმდებლო ბაზის მოთხოვნებთან. საქართველოს კანონმდებლობით სავალდებულოა I და II კატეგორიის საწარმოებისთვის ფინანსური ანგარიშგების ყოველწლიური აუდიტის ჩატარებას და აუდიტირებული რეპორტების გასაჯაროვება. სავალდებულო აუდიტი ტარდება ყოველწლიურად, კალენდარული წლის მომდევნო წლის 31 ოქტომბრამდე.
ჩვენთან თქვენ მიიღებთ აუდირებულ ფინანსურ ანგარიშებას და აუდიტორის მოსაზრებას:
- რეკომენდაციის სახით ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად;
- შეფასებას თქვენი ბიზნესი რამდენად მომგებიანია;
- რა ფინანსური შესაძლებლობები აქვს თქვენს კომპანიას;
1. წინასწარი (ორგანიზაციული) ეტაპი - დაგეგმვა
- აუდირებული ობიექტის გაცნობა, რომელიც გულისხმობს:
- აუდირებული ობიექტის საქმიანობაში გათვითცნობიერებას;
- ბუღალტრული აღრიცხვის სისტემის ტესტირებას;
- შიდა კონტროლის სისტემის ტესტირებას
- არსებითობის დონისა და მისაღები აუდიტორული რისკის დადგენა;
- აუდიტის ორგანიზაციის სამუშაოები;
- აუდიტის საერთო გეგმისა და აუდიტის პროგრამის შედგენა და შეთანხმება;
- ხელმოწერა აუდიტორუული მომსახურების ხელშეკრულებაზე.
2. სამუშაო (კვლევის) ეტაპი - აუდიტორული მტკიცებულებების შეგროვება
- საჭირო აუდიტორული მტკიცებულებების მიღება;
- შიდა კონტროლის ტესტების კომპლექსის დეტალური წარმართვა;
- არსებითობის შემოწმების პროცედურები
- აუდიტორული პროცედურების დოკუმენტირება.
3.დამამთავრებელი ეტაპი - აუდიტის დასრულება, შედეგის განზოგადება და რეალიზაცია
- სამუშაო დოკუმენტების მომზადების დასრულება;
- აუდირებული პირის ხელმძღვანელობის ინფორმირება ბუღალტრული აღრიცხვის სისტემაში გამოვლენილი დარღვევების შესახებ;
- რეკომენდაციების შემუშავება დარღვევების აღმოფხვრის და ბუღალტრული აღრიცხვისა და შიდა კონტროლის სისტემების სრულყოფისთვის
- ფინანსური ანგარიშგების საიმედობაზე, გამოვლენილი გამოუსწორებელი შეცდომების გავლენის დადგენა;
- აუდიტორის აზრის ჩამოყალიბება და შემაჯამებელი დოკუმენტების მომზადება
- ხელმოწერა მღება- ჩაბარების აქტზე და ანგარიშსწორების პროცესის დასრულება
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მოწოდებული ეტაპები არის ზოგადი მონახაზი და კონკრეტული პროცესები შეიძლება განსხვავდებოდეს აუდიტის ხასიათისა და ფარგლების მიხედვით.
მიმოხილვის, მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურებები
მიმოხილვის გარიგებება
მიმოხილვის გარიგებების საერთაშორისო სტანდარტი ეხება პრაქტიკოსის პასუხისმგებლობას გასული პერიოდების ფინანსური ანგარიშგების მიმოხილვის ჩატარებისას, როდესაც პრაქტიკოსი არ არის მოცემული სამეურნეო სუბიექტის ფინანსური ანგარიშგების აუდიტორი და ფინანსური ანგარიშგების შესახებ პრაქტიკოსის მიერ შედგენილი ანგარიშის ფორმასა და შინაარსს.ტარდება მიმოხილვის გარიგებების საერთაშორისო სტანდარტი (მგსს) 2400-ის შესაბამისად. მიმოხილვის მიზანია შეზღუდული რწმუნების მოპოვება, ძირითადად, გამოკითხვებისა და ანალიზური პროცედურების ჩატარებით, იმის შესახებ, ფინანსური ანგარიშგება მთლიანობაში შეიცავს თუ არა არსებით უზუსტობას, რაც პრაქტიკოსს მისცემს დასკვნის გამოტანის საშუალებას, მიიქცია თუ არა მისი ყურადღება ისეთმა ფაქტებმა, რაც დაარწმუნებდა, რომ ფინანსური ანგარიშგება, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, მომზადებული არ არის ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სათანადო საფუძვლების შესაბამისად და შეადგინოს ანგარიში
მარწმუნებელი გარიგება
მარწმუნებელი გარიგება მოიცავს როგორც დამოწმების გარიგებებს, სადაც მხარე, პრაქტიკოსის გარდა, ზომავს ან აფასებს შესაბამის განსახილველ საგანს კრიტერიუმების გამოყენებით, ისე პირდაპირ მარწმუნებელ გარიგებებს, სადაც პრაქტიკოსი ზომავს ან აფასებს შესაბამის განსახილველ საგანს კრიტერიუმების გამოყენებით. მიმოხლვის გარიგების საერთაშორისო სტანდარტი მოიცავს მოთხოვნებს და ასევე მათ გამოყენებასთან დაკავშირებულ და სხვა ახსნა-განმარტებითი ხასიათის მასალას, კონკრეტულად დაკავშირებულს დასაბუთებული და შეზღუდული რწმუნების დამოწმების გარიგებებთან. ამ მგსს-ის გამოყენება შეიძლება აგრეთვე დასაბუთებული და შეზღუდული რწმუნების პირდაპირი გარიგებებისთვის, მისი გარიგების გარემოებების შესაბამისად ადაპტაციის და შევსების მეშვეობით.
მარწმუნებელი გარიგების ჩატარებისას პრაქტიკოსის მიზნებია:
- დასაბუთებული რწმუნების ან შეზღუდული რწმუნების მოპოვება, საჭიროებისამებრ, იმის თაობაზე, განსახილველი საგნის ინფორმაცია შეიცავს თუ არა არსებით უზუსტობას;
- დასკვნის გამოთქმა შესაბამისი განსახილველი საგნის გაზომვის ან შეფასების შედეგების თაობაზე წერილობითი ანგარიშის მეშვეობით, რომელიც შეიცავს დასაბუთებული რწმუნების ან შეზღუდული რწმუნების დასკვნას და აღწერს დასკვნის საფუძველს;
წარიმართება მარწმუნებელი გარიგებების საერთაშორისო სტანდარტების (მგსს) 3000 შესაბამისად.
დაკავშირებული მომსახურება
დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტი ადგენს პრაქტიკოსის პასუხისმგებლობას, რომელიც დაქირავებულია კომპანიის ხელმძღვანელობის დასახმარებლად გასული პერიოდების ფინანსური ინფორმაციის მომზადებასა და წარდგენაში, ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით რწმუნების მოპოვების გარეშე, ასევე გარიგების შესრულების შესახებ ანგარიშის შესადგენად .
გამოიყენოს ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სფეროში თავისი ცოდნა და გამოცდილება ხელმძღვანელობის დასახმარებლად ფინანსური ინფორმაციის მომზადებასა და წარდგენაში, ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სათანადო საფუძვლების შესაბამისად, ხელმძღვანელობის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე; და შეადგინოს ნაგარიში.
საგადასახადო მომსახურება
საგადასახადო კონსულტაციები
საგადასახადო კონსულტაციები მოიცავს ონლაინ/ წერილობით ან პირადად აქტუალურ საგადაასახადო საკითხებზე კონსულტაციის გაწევას საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე.
საგადასახადო აუდიტი
საგადასახადო აუდიტი მოიცავს ორგანიზაციის ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის მდგომარეობის შემოწმებას,საგადასახადო კანონმდებლობის დაცვისა და საგადასახადო ვალდებულებების შესრულების კუთხით.
აუდიტის პროცესში მოწმდება:
- საშემოსავლო გადასახადი
- მოგების გადასახადი
- დამატებითი ღირებულების გადასახადი
- აქციზი
- ქონების გადასახადი
- საბაჟო გადასახადი და მოსაკრებლები
საგადასახადო დავები
კომპანიის ინტერესების დაცვა საგდასახადო ორგანოში. თქვენი სახელით წარდგენა მაკონტროლებელ ორგანოებთან და მათთან ერთად ყველa არსებული თემის განხილვა.
მმართველობითი ანგარიშგება
მმართველობითი ანგარიშგება მმართველობით ანგარიშგების მომზადება ყველა შესაბამისი სტანდარტისა და კანონმდებლობის შესაბამისად, კომპანიის ფინანსური და არაფინანსური ინფორმაციის საფუძველზე.
შეფასება
შეფასება არამატერიალური აქტივების (ბიზნესწილების, ლიცენზიების, ნებართვების), ყველა კატეგორიის უძრავი და მოძრავი ქონების შეფასება.
ბუღალტრული მომსახურება
მოიცავს სრულ ბუღალტრულ მომსახურებას რაც მდგომარეობს შემდეგში:
- დეკლარაციების მომზადება და წარდგენა
- ბუღალტრული აღიცხვის წარმოება პროგრამაში
- საბანკო გადარიცხვების წარმოება
- საგადასახადო და ფინანსური კონსულტაციები ყოველდღიურ რეჟიმში
-
ფინანსური ანგარიშგების მომზადება და წარდგენა მომსახურება არის ორი სახის
აუთსორსინგზე ან საკუთარი თანამშრომლის დასმა კლიენტ კომპანიაში.